სახალხო დამცველის რეკომენდაცია

25 მაისი 2016, 00:00 4389 ნახვა

''ოცნების ქალაქის კატეგორიზაცია დროულად უნდა მოხდეს" - ესაა რეკომენდაცია, რომელიც სახალხო დამცველმა რეგიონის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაახმოვანა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია არსებობდეს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივმა მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს. არჩილ ხაბაძის განცხადებით, შეხვედრისას ომბუცმენს გააცნო უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები შესახლებულთა პრობლემის მოსაგვარებლად. ხაბაძის თქმით, ყოფილ სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე შესახელბულთა 80%-ს საცხოვრებელი არ ეკუთვნის. სხვების დასაკმაყოფილებლად კი მთავრობას კონკრეტული პროექტი აქვს შემუშავებული.

ამავე კატეგორიაში