ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი საქართველოს გუნდს ოლიმპიადაზე წარმატებას უსუვებს.
„ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს გუნდს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოლიმპიადა სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით“, – წერს პრეზიდენტი.