საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში „შავი ზღვის ვარსკვლავები“ 

25 ივლისი 2024, 14:44 140 ნახვა

ბათუმის ქვიშის მოედანზე დაიწყო ტრადიციული ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში “შავი ზღვის ვარსკვლავები”, რომელიც ვაჟთა და გოგონათა შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.

წელს მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა, საერთო ჯაში ტურნირზე 80-მდე მეტი წყვილი იასპარეზებს. „შავი ზღვის ვარსკვლავები“ მეთერთმეტედ ტარდება და წელს მას საერთაშორისოს სტატუსი მიენიჭა.

ტურნირი 29 ივლისს დასრულდება. აქვე გეტყვით, რომ 3-4 აგვისტოს ბათუმის ქვიშის მოედანი საპლაჟო ფრენბურთში უკვე სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრება აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში