გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი 3X3 კალათბურთში

24 ივლისი 2024, 14:01 372 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში დაიწყო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი სამი სამზე კალათბურთში. ტურნირი დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების ასპარეზობით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა.

ტრადიციული სპორტული ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან.

გამარჯვებულები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმში 5 და 6 აგვისტოს ჩატარდება, სადაც ასევე, დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თამაში პარა-კალათბურთში.

ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი