გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დატოვებს 

24 ივლისი 2024, 10:08 408 ნახვა

გიორგი ქოჩორაშვილი ევრო 2024-ის შემდეგ შვებულებიდან „ლევანტეს“ დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა, მაგრამ საეჭვოა, გუნდში დარჩეს, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები – „დიარიო ასი“ და „მარკა“ ავრცელებენ.

ქართველი ნახევარმცველით ტოპლიგების კლუბები დაინტერესდნენ:  სერია A-დან – „ტორინო“ და „ლაციო“, საფრანგეთის ლიგა  ერთიდან – „ტულუზა“, ესპანეთის ლა ლიგიდან – „ვილიარეალი“, ასევე, ბელგიის „ანდერლეხტი“.

ტრანსფერმარკეტზე ნახევარმცველი 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა „ლევანტე“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით ხუთ მილიონამდე თანხას ითხოვს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში