„ზღვიდან მთამდე“ ფესტივალი დაიწყო

23 ივლისი 2024, 17:51 753 ნახვა

სალაშქრო ფესტივალი “ზღვიდან მთამდე” - ოფიციალურად გაიხსნა. გამოცდილი მოლაშქრეები ჩირუხში იმყოფებიან და ემზადებიან მაღალმთიანი აჭარის მთების დასალაშქრად . 

ფესტივალში მონაწილეები 45 კილომეტრიან საფეხმავლო მარშრუტს 4 დღის განმავლობაში დაფარავენ, აღნიშნული მარშუტი ალპურ ზონას მოიცავს და აჭარის ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს ხულოსა და შუახევს აერთიანებს.

4 დღის განმავლობაში დაგეგმილია - ჩირუხი, ხიხანის, ბეშუმის და მთიან აჭარაში  ჩანჩქერების , ტბების და ახვა ტურისტული ლოკაციების დალაშქრვა . დასკვნითი ღონისძიება გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი