ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჰამასის მძევალთა ოჯახებს შეხვდა

23 ივლისი 2024, 13:09 60 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახებს განუცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს მათი ახლობლების გათავისუფლებას, შესაძლოა მალე გაფორმდეს.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობები, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა მაისში ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით დაანონსა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააქტიურდა.   

მძევალთა ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ბაიდენი, რომელმაც უარი თქვა პრეზიდენტობისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე, უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ნეთანიაჰუზე შეთანხმების უზრუნველსაყოფად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი