ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში

23 ივლისი 2024, 14:01 352 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის  მორიგი შეხვედრა ერგნეთში.  მხარეები განიხილავენ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს.

ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება.

როგორც ცნობილია, ერგნეთში გამართული ბოლო შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან – ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების და გრემის ხევთან განახორციელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი