ტრაგედიაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე - რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 15:13 367 ნახვა

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ცნობილია, როგორი პრობლემები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პენიტენციურ სისტემაში.

„ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების მიმართ. ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ყველაფერი, მათ შორის,  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. კარგად ვიცით, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრებთან, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა ფორმით ეპყრობოდნენ. 2012 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა. დიდი ირონიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე ან ზოგადად პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს არა თუ ღიმილის მომგვრელია, არამედ ტრაგედიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს პატიმრებზე, რაც მაჩვენებელია იმ პოლიტიკური უნამუსობის, რისი მატარებელიც ეს პოლიტიკური გაერთიანებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი