მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

21 ივლისი 2024, 14:44 410 ნახვა

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი