გიორგი გახარია ბათუმში მოსახლეობას შეხვდა

20 ივლისი 2024, 11:58 404 ნახვა

პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყეს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია  აჭარაში პარტიული შეკრების შემდეგ მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ახალარჩეულ ხელმძღვანელთან,  ბათუმის ყოფილ მერ ჯემალ ანანიძესთან ერთად პარტიის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

გახარიას თქმით, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ამ არჩევნებზე ერთად უნდა დამარცხდნენ.

მისი განცხადებით უნდა შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური გაერთიანება, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი