საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა

19 ივლისი 2024, 11:50 330 ნახვა

ბრიტანეთში  ევროპის სახელმწიფოთა მეთაურების ყველაზე დიდი შეკრება დასრულებულია. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა,  დოკუმენტს ხელს აწერს ევროპის კონტინენტის 50-მდე მეთაური.   

დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს როლიც აისახა და ჩაიწერა საქართველოს  ინიციატივებიც.  უფრო კონკრეტულად დეკლარაცია აერთიანებს  რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.   

მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა  დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.  

როგორ უკვე გითხარით, სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება,  შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი