ახალი პოლიტიკური გაერთიანება - შეფასებები

18 ივლისი 2024, 13:40 349 ნახვა

ოპოზიციის კიდევ ერთ გაერთიანებას, სადაც ფიგურირებს 3 პარტია  "ლელო" , "ხალხისთვის" და  "თავისუფლების მოედანი"  ოპოზიციაში ეხმაურებიან, აქ აზრი ორად გაიყო.

ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროდასავლური პარტიების გაერთიანება, იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატებს, რომლებიც ჯერ-ჯერობით არცერთ გაერთიანებაში არ არიან უჭირთ პასუხის გაცემა, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფთან ითანამშრომლებენ.

პარტია გირჩი კი აკრიტიკებს ამ ერთობებს და საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას.

სახელისუფლებო გუნდი  პოლიტიკურ გაერთიანებებს სკეპტიკურად უყურებს და  ყველა ერთობას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად მიიჩნევს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში