ცვლილებები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში

18 ივლისი 2024, 12:02 398 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს გეგმავს. საკითხი დღეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს.

რა ცვლილებებს ახორციელებს რეგიონის მთავარი ფინანსური უწყება, ამის შესახებ  დეპუტატებს მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესაუბრა.  მას განათლებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

მინისტრის ინფორმაციით, კორექტირებული ბიუჯეტით  გაიზრდება სამინისტროების ბიუჯეტები და ასევე მუნიციპალიტეტების დაფინანსება. გაზრდილი თანხები მოხმარდება ასევე  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

2 მლნ ლარით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, ჯანდაცვის პროგრამებს  10 მილიონი ლარი დაემატება, ხოლო კაპიტალური ტრანსფერი 23 მილიონ 293 ათასი 900 ლარით განისაზღვრა, რაც მუნიციპალიტეტებს მოხმარდება.

საერთო ჯამში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 800 მილიონია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი