ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

18 ივლისი 2024, 10:24 420 ნახვა
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს კოვიდის თანმდევი მსუბუქი სიმპტომები აქვს.

პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 81 წლის პრეზიდენტის კოვიდინფიცირების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ბაიდენმა დიაგნოზის გამო სიტყვით გამოსვლა გააუქმა.

თეთრ სახლში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენ ხანს მოუწევს ბაიდენს იზოლაციაში ყოფნა და საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი