ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ფინალური შეჯიბრი მიმდინარეობს. მასში ქართველი სპორტსმენების გარდა აზერბაიჯანელი და სომეხი მოჭიდავეები ასპარეზობენ.
ტურნირი ჭაბუკთა შორის 10 წონით კატეგორიაში ტარდება, დღესვე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ სხვადასხვა კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები.