ყირიმში ტყე იწვის

16 ივლისი 2024, 20:02 88 ნახვა

ყირიმში ტყე იწვის. ანექსირებულ რეგიონში ხანძრის 15-მდე კერას ებრძვიან.  მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას  უკვე ორი დღეა ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე  ვერ ახერხებენ. ადგილზე მობილიზებულია ხანძარსაწინაარმდეგო ტექნიკა და ვერტმფრენი. ხანძარი 40 ჰექტარზეა გავრცელებული.

ყირიმის საკურორტო დასახლება ნოვოფედოროვკაში ცეცხლმა ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ბუნებრივი ხანძრის სწრაფად გავრცელებას რეგიონში  არსებული მშრალი ცხელი და ქარიანი ამინდი უწყობს ხელს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ყირიმში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 42 გრადუსამდე გათბება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში