გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია

16 ივლისი 2024, 10:02 600 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია. მონაკოში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, ქართველმა ფორვარდმა მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.  „ლიონი“ ახლა მოლაპარაკებას აწარმოებს „მეცთან“, რომელმაც ამ ზაფხულს ისარგებლა თავდამსხმელის ნიდერლანდური კლუბიდან გამოსყიდვის ოფციით.

კლუბმა გასულ კვირას უკვე მიიღო 20 მილიონ ევროზე თანხმობა „მონაკოდან“, მაგრამ მიქაუტაძემ სამთავროს კლუბში თამაში არ ისურვა. „ლიონს“ იმედი აქვს, რომ „მეცი“ თანხას შეამცირებს, რადგან მოთამაშე მზად არის გარიგებისთვის.– წერს ფრანგული გამოცემა. 23 წლის ქართველს ლიონში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მერე კონტრაქტსაც გააფორმებს.

გიორგი მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, ფეხბურთის თამაშიც ამ კლუბის აკადემიაში დაიწყო, თუმცა, შემდეგ სათამაშოდ მეცში გადავიდა. ლიონმა შარშან ლიგა 1-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და წელს ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში