უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ინაცვლებს

15 ივლისი 2024, 15:01 428 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ინაცვლებს. სარჩელი სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტს  შეაქვს. 

სალომე ზურაბიშვილი ‘’უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის, კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობას ასაჩივრებს. 

პრეზიდენტი კანონის არასკონსტიტუციურად ცნობას  და კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.  სარჩელს ამზადებს ოპოზიციაც.

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, თვის ბოლომდე სარჩელს პარლამენტის წევრებიც შეიტანენ, რადგან კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს.  

უკვე ცნობილია, რომ სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი