პარლამენტი მიმდინარე კვირას ამნისტიის ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს

15 ივლისი 2024, 12:04 172 ნახვა

პარლამენტი მიმდინარე კვირას ამნისტიის ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს. საკითხზე დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან.

მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, ამნისტია 300-მდე მუხლზე გავრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულ პირებს არ შეეხება.

"ქართული ოცნების" ინიციატივას, წინასაარჩევნო კამპანიად მიიჩნევს ოპოზიცია და აცხადებენ, საკითხის დეტალური განხილვა აუცილებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში