აშშ, კვლავინდებურად, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კურსი დააკორექტიროს.
„აზრთა გულწრფელი მიმოცვლა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. აშშ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის, ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონითა და რიტორიკით, რომელიც ძირს უთხრის მათ გზას ევროკავშირისკენ და ურთიერთობებს აშშ-თან.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დააკორექტიროს კურსი და შეასრულოს საზოგადოების მისწრაფება საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – წერს უზრა ზეია.