აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - უზრა ზეია

11 ივლისი 2024, 10:03 440 ნახვა

აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.

უზრა ზეიას თქმით, ის ჩამოვიდა საქართველოში, მათ შორის იმისთვის, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატოს.

„გამარჯობა. ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“, – წერს უზრა ზეია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი