საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ შშმ პირებთან, კონკრეტულად ყრუ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაციასთან ერთად გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
ცესკოსა და უსკოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობის შესახებ და შშმ პირებს გააცნეს რა რესურსი დახვდებათ საარჩევნო უბნებზე იმისთვის, რომ ხმის მიცემის უფლებით შეუზღუდავად ისარგებლონ.