ცვლილებები საგზაო უსაფრთხოების კანონში

03 აპრილი 2017, 00:00 2682 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს განიხილავს. დღეს გაირკვევა, რა ცვლილებები აისახება პროექტის თავდაპირველ ვარიანტში. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან, სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში, სამართალდარღვევების გამო, ქულების შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს. მართვის უფლების მისაღებად, პირი იძულებული იქნება, გამოცდა ხელახლა ჩააბაროს. დეპუტატების შეთავაზებაა, ასევე, ქულათა ჩამოკლება დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზე არ გავრცელდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი