შემოქმედებითი საღამო მწერალთა სახლში

10 ივლისი 2024, 09:59 668 ნახვა

პოეტის შეხვედრა მკითხველთან აჭარის მწერალთა სახლმა კიდევ ერთ შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. პოეტ ლეილა ლემსაძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართა. 

''მზეს ჩავხედავ თვალებში“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ავტორმა ძმის ხსოვნას მიუძღვნა. ის  პოეტის ბოლო პერიოდის ნამუშევრებს აერთიანებს.

ლეილა ლემსაძე 7 პოეტური კრებულის თანაავტორია. მისი პირველი წიგნი “დავხეტიალობ მე ჩემს წარსულში“ რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში