კინოპროექტის „ექვთიმე ღვთისკაცი“ მხარდასაჭერი საღამო გაიმართა. საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს საქართველოსა და საფრანგეთში სამი წელია იღებენ. პროექტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება, თანხა კი საზოგადოების მხარდაჭერით გროვდება. ღონისძიებაზე ბათუმის „ქალთა კლუბის“, საერთაშორისო კულტურის ცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ მომზადებული კლიპი აჩვენეს. გადაღებები რამდენიმე დრეში დასრულდება. ფილმის რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის განცხადებით, პრემიერა ბათუმში, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.