ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

09 ივლისი 2024, 12:30 179 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ნაყოფიერ პარტნიორობას, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ძალისხმევას ქვეყნის საჭიროებებისა და ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერაში, მათ შორის, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეფექტურად განხორციელების მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი