პირველად, ბოლო სამ ტურნირში ბრაზილიის ნაკრები "კოპა ამერიკის" ნახევარფინალს მიღმა დარჩა, მარსელო ბიელსას ურუგვაიმ კი ბოლო 13 წელიწადში პირველად მოიპოვა ამ სტადიაზე თამაშის უფლება.
ურუგვაის ნაკრებმა ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში კოლუმბიას შეხვდება, რომელმაც პანამას 5:0 მოუგო.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინა და კანადა დაუპირისპირდებიან. „კოპა ამერიკას“ ნახევარფინალები 10 და 11 ივლისს გაიმართება.