უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 141 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

08 ივლისი 2024, 10:49 59 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 141 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა 52-ჯერ სცადეს დაცვის ხაზის გარღვევა.

გასულ ღამით, ფრთოსანი რაკეტების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ყველა ოლქში ჩაირთო. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს. შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი 10 წლის ბავშვია. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.

4 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში ნაღმზე მსუბუქი მანქანის აფეთქების შედეგად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი