ვის წარადგენს საპროკურორო საბჭო ახალ გენერალურ პროკურორად? კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - შეკითხვებს დღეს გიორგი გაბიტაშვილი და გრიგოლ გაგნიძე უპასუხებენ.
საბჭოში გენერალური პროკურორობის სულ 11 კანდიდატურაა წარდგენილი, აქედან 4-ს უკვე მოუსმინეს. 11 კანდიდატიდან საბჭო, ფარული კენჭისყრით, სამს შეარჩევს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს წარდგენილთაგან ერთ-ერთი თანამდებობაზე.
გენერალური პროკურორის პოსტი მაისიდან, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვაკანტურია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საკითხი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეწყვიტა. მმართველი გუნდი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მიაჩნიათ, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორის გარეშე დატოვება უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა.