დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

07 ივლისი 2024, 17:57 647 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და დანიური "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა მძიმე ტრავმების გამო დაასრულა.

31 წლის მცველმა კარიერის ბოლო მატჩი 2023 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ ხოჭოლავამ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადიოდა. 

დავითს საკლუბო კარიერის მანძილზე ქართული კლუბების გარდა ოდესის "ჩერნომორეცში", დონეცკის "შახტარსა" და "კოპენჰაგენში" უთამაშია.

დანიურ გუნდში ჩატარებულ  62 შეხვედრაში კი  მან  2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2021 -2022 წლების სეზონში კი „კოპენჰაგენთან“ ერთად  ის დანიის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის აქტივში 39 შეხვედრაა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში