ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

06 ივლისი 2024, 18:51 224 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინმა თეირანთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„იმედი მაქვს, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ჩვენი მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში