სპექტაკლი „ფიროსმანი“ კრაკოვში

06 ივლისი 2024, 12:05 403 ნახვა

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის „გროტესკას თეატრში“, მოხეტიალე მთვარის თეატრმა  ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგინა.

კერძო თეატრმა ამ სპექტაკლით ევროპელ მაყურებელს გენიალური ქართველი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება და ქართული კულტურული ღირებულებები გააცნო. სპექტაკლი კრაკოვში მიმდინარე ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენის - „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ - ფარგლებში გაიმართა.

გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში 18 აპრილს გაიხსნა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს აცნობს. გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი