ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

05 ივლისი 2024, 17:57 83 ნახვა

კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვიქტორ ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს, ასევე ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც.

როგორც რუსული მედია წერს, ორბანმა პუტინთან შეხვედრას განსაკუთრებული უწოდა. ვიქტორ ორბანი რუსეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა. მოსკოვში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი