საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს გამოეთიშა

04 ივლისი 2024, 19:32 108 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს გამოეთიშა.

ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში ჩვენს ნაკრებს ფილიპინების ნაკრებთან მინიმუმ 19 ქულით მოგება სჭირდებოდა, თუმცა ჯიკიჩის შეგირდებმა ეს ვერ მოახერხეს და მეტოქეს მხოლოდ 2 ქულიანი სხვაობით 96:94 აჯობეს. შესაბამისად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარეშე ჩაივლის.

ფილიპინელებთან მატჩი საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო, სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გოგა ბითაძემ 19 ქულა ჩააგდო, ხოლო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა და 7 გადაცემა დაგროვდა.  ფილიპინების ნაკრებს კი 28 ქულით, 8 მოხსნითა, 8 გადაცემით  ბრაუნლიმ ულიდერა.  

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან ორი გუნდი გადიოდა.  საქართველოს ნაკრებმა კი 1 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენი ჯგუფიდან კი ნახევარფინალის საგზური, ბურთების უკეთესი ბალანსის გამო  ფილიპინების  ნაკრებთან ერთად ლატვიის ნაკრებმა მოიპოვა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი