საპროკურორო საბჭოს სხდომა

04 ივლისი 2024, 10:54 78 ნახვა

ქვეყნის მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს გაესაუბრებიან. თუმცა   რამდენიმე პირია რეგისტრირებული, მათ შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორის  ირაკლი შოთაძის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი. 

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს  პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს  გენერალურ პროკურორს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი