უკრაინის არაერთ ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული - უკრაინული მედია

04 ივლისი 2024, 10:24 353 ნახვა

უკრაინის არაერთ ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

დნეპრში  დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. შეგახსენებთ, ქალაქზე იერიშს გუშინ 5 ადამიანი შეეწირა, ათობით დაშავდა. აქედან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი