2024 წლის გამოცდები 3 ივლისს იწყება

02 ივლისი 2024, 19:34 584 ნახვა

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდებამდე ერთი დღით ადრე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელთა უზრუნველყოფაც გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულ თითოეულ მხარეს ევალება.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.  ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვლია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალიდან მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში