14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

02 ივლისი 2024, 17:55 387 ნახვა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს  თელავის რაიონული სასამართლომ   უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   მკვლელობის საქმეზე  ასიმ სადიკოვი 4 მუხლით გასამართლდა.  მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ყველა წარდგენილ ბრალში ცნო დამნაშავედ.  ასიმ სადიკოვს  გამოძიება   ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას,  სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდა.

გამოძიების ვერსიით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. სასტიკი მკვლელობის საქმეზე კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი