სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ომარ როდონაიას განცხადებით, იგი ბათუმში არის რეგისტრირებული და 10 წელზე მეტია ზედა სამებაში ცხოვრობს და როგორც ამბობს, ქირის ხარჯებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ფარავს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ბათუმის მერიას საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართავს.
მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.