გიამბობთ ოჯახზე, რომელიც წლებია ავტომობილში ცხოვრობს. მარკოიძეებს საკუთარი სახლი არ აქვთ, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობას კი თავს მხოლოდ კარგ ამინდში აფარებენ. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი ყოველთვიურად შემწეობის სახით 108 ლარს იღებდა, თუმცა ისიც შეუმცირეს. რა პირობებში უწევთ არსებობა და რატომ ამბობს დახმარებაზე უარს ქობულეთის გამგეობა.