სამზადისი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

01 ივლისი 2024, 10:51 852 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენის გამოცდით დაიწყება. 26 ივლისს კი ფიზიკაში ჩააბარებენ გამოცდას აბიტურიენტები. გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი.

საგამოცდო პროცესი სტუდენტთა საგრანტო კონკურსით გაგრძელდება, გამოცდებისთვის დაახლოებით სამი ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული, მაგისტრანტობის მსურველთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 17-18 ივლისს ჩატარდება. პარალელურად ჩანიშნულია საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია, აქედან 4 აჭარაშია გახსნილი. გასული წლების მსგავსად სამი საგამოცდო ცენტრია ბათუმში პირველ, მეათე და მეთოთხმეტე სკოლებში, ერთი კი ხულოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში