დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე

30 ივნისი 2024, 18:05 297 ნახვა

30 ივნისი დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა. თავდაცვის უწყება ამ დღეს სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულით აღნიშნავს.

ოფიციალური ცერემონია მარიამ  მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე ოფიციალურმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების მიმართ საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე.

სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა. კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში.

დაჭრილ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი ღია კარის დღეზეც უმასპინძლებს. ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი