ხვალ გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა. კახი კალაძის განცხადებით ესპანეთი რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება - მერის განცხადებით საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.