რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ, ქვეყანას „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს - დონალდ ტრამპი

29 ივნისი 2024, 13:19 328 ნახვა

რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ, ქვეყანას „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ე.წ გარე მტრები ჯო ბაიდენს პატივს არ სცემენ.

„ჩვენ გვყავს გარე მტრები: ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, თუმცა, სინამდვილეში ისინი არ იქნებოდნენ მტრები, თუ ჩვენ ჭკვიანი პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ჩვენ რომ ჭკვიანი პრეზიდენტი გვყავდეს, მათთან ერთად დიდ საქმეებს გააკეთებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი