უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 10 სამოქალაქო პირი გაათვისუფლა

29 ივნისი 2024, 11:43 318 ნახვა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 10 სამოქალაქო პირი დააბრუნა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის არის ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარინამ ჯელიალი, რომელიც ყირიმში, ჯერ კიდევ, 2021 წელს დააპატიმრეს. ასევე, გათავისუფლებულია უკრაინის 5 მოქალაქე, რომლებიც ბელორუსში დააკავეს.

„ყველა მათგანი გათავისუფლებულია და სახლშია - უკრაინაში“, - წერს ზელენსკი და ტყვეების გათავისუფლებაში მონაწილეობისთვის მადლობას ვატიკანს უხდის.

ზელენსკი არ აკონკრეტებს, იყო თუ არა გათავისუფლება გაცვლის შედეგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი