ხვალ, 28 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რიგით მე-14 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
საარჩევნო პროცესი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც იმართება.
ხვალ, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში ირანელი ამომრჩევლებისთვის, საარჩევნო უბანი გაიხსნება და ხმის მიცემის პროცესი 08:00 -დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქვეყნის პრეზიდენტისა და თანმხლები მაღალი რანგის დელეგაციის ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და მათი ტრაგიკული დაღუპვიდან გამომდინარე, ირანის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება პრეზიდენტის გარდაცვალებიდან, გადადგომიდან ან გადაყენებიდან 50 დღის ვადაში.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.