პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, პარლამენტი კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის.
გადაწყვეტილება კენჭისყრის 1 დღით დაგვიანებით ჩანიშვნაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ვენეციის კომისიამ ცვლილებებზე კრიტიკული მოსაზრებები გამოაქვეყნა.
შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციის სკამები სხდომაზე დღესაც ცარიელი იქნება.