სტოლტენბერგს რუტე შეცვლის

26 ივნისი 2024, 15:07 441 ნახვა

ნატოს მოკავშირეებმა  ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი მარკ რუტე ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად აირჩიეს.

რუტეს დანიშვნა ოფიციალურად  მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ამ პოსტზე, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ აღარ ბრძვის ამ თანამდებობისთვის.

რუტე თავის მოვალეობას გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბრიდან შეასრულებს. იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში