მერაბ დვალიშვილმა სამბოში ამერიკის ჩემპიონატი მოიგო

26 ივნისი 2024, 11:50 341 ნახვა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ჩემპიონატზე საბრძოლო  სამბოში, რომელიც ტეხასის შტატში გაიმართა.

ქართველმა მებრძოლმა ყველა მეტოქე აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ამერიკის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ში საჩემპიონო ბრძოლის მოლოდინშია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში